გამარჯვებებისგან დაავადებულნი

გამარჯვებებისგან დაავადებულნი

ამ სიასხლეში შემოგთავაზებთ ლეგენდარული იოჰან კურიფის ყოველკვირეულ სტატიას, რომელსაც გამოცემა “El Periodico”-სთვის წერს.

არც “ბარსა” და არც “რეალი” თავიანთი თამაშებით კმაყოფილები არ უნდა იყვნენ. ერთმა გუნდმა წააგო, მეორემ კი მოგების მიუხედავად ცუდად ითამაშა. ჯერ სექტემბერია და კალაპოტში ჩადგომა გუნდებს ცოტა უჭირთ

მადრიდმა მოიგო, მაგრამ ფანებისგან კრიტიკა არ დააკლდათ. “ბარსამ” კი საერთოდ წააგო და ასევე მათმა გულშემატკივარმაც დაიწყო გუნდის გაკრიტიკება. ეს უსამართლობაა. გუნდი იმსახურებს გულშემატკივრების პატივისცემასა და ნდობას. არც ერთი გუნდი არ წასულა სახლში ისე, რომ სახეზე ღიმილი დატყობოდათ. გულშემატკივარს გამარჯვება უნდა, მაგრამ წაგების შემთხვევაში თამაშის გაანალიზებას არ ცდილობენ. გუნდებისგან დასაწყისშივე ყველა ბევრს მოითხოვს.

მადრიდის პრობლემა ლოგიკური და ნორმალურია. მათ გუნდში ძალიან ბევრი ახალი სახე ყავთ და დალაგება ჭირდებათ, მაგრამ ამ ახალ სახეებში არის ჟოზე მაურინიოც. ის ხომ შედეგზე ორიენტირებულ თამაშს თამაშობს. ჩემი აზრით მაურინიო ყველა მოგების შემდეგ იტყვის, რომ “რეალს” კარგად არ უთამაშია და ეს გასაკვირი არ იქნება. მას მხოლოდ შედეგი აინტერესებს.

გამარჯვებებისგან დაავადებულნი

თუ მაურინიოსთან მოთმინების გამოჩენა შეუძლიათ, რატომ არ ხდება ეს გუარდიოლას შემთხვევაში? მართალია პეპს უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს სტილი, რომლითაც ხალხი სიამოვნებას იღებს. ერთი წაგება და უკვე მთელი კატალონია და მსოფლიო აკრიტიკებს მას. ერთხელ რესქაჩმა მითხრა, რომ კატალონიელი ხალხი ბევრი მოგებისგანაა დაავადებული და მას, რომ არ დავეთანხმო არ შეიძლება. მე ვთქვი წინა კვირასაც და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ ზაფხულს ბევრი რამ მოხდა და ამას ადრე თუ გვიან ხალხი გაიგებს, მაგრამ ჯერ გუნდებს თავიანთ ჩვეულ ფორმაში ჩადგომა უნდა ვაცალოთ.

მოდი გავაანალიზოთ მატჩი “ერკულესთან”. სასტარტო შემადგენლობაში 3 ახალი ფეხბურთელი იყო შეყვანილი(ადრიანო, მასკერანო და ვილია) + ცენტრში აბიდალი იდგა. “ბარსამ” უფრო ცუდად იმუშავა, ვიდრე მადრიდა, რომლებმაც “ბარსას” მსგავსად სასტარტო შემადგენლობისთვის 3 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს(კარვალიო, ხედირა და იოზილი). ყველას, ვილიას გარდა გუნდში ადაპტირება ჭირდება. სეზონის სტარტი ყოველთვის რთულია, მაგრამ ხალხს ამის გაგება არ შეუძლია. განვიხილოთ ჩავისა და პუიოლის საკითხი. რატომ არ ათამაშა სასტარტოში გუარდიოლამ ეს ფეხბურთელები? ამ ორ ფეხბურთელს გამგზავრება მექსიკაში და არგენტინაში მოუწიათ და ეს მათი ბრალია? თან ასე მოკლე პერიოდში. არის ამაში “ფიფა” დამნაშავე? მართალია მათ ლიხტენშტეინისგარდა არსად არ უთამაშიათ, მაგრამ მოგზაურობა ხომ მაინც მოუწიათ.

სამართლიანი დასვენება

ჩავი ჯერ მხოლოდ პრე–სეზონის ფორმაშია. ასე,რომ მას 90 წუთით თამაში არ შეუძლია. ასევეა ბუსკეცი, მილიტო, პედრო და პუიოლი. ამ ფეხბურთელებს ყველასთან მოგება შეუძლიათ, მაგრამ ასევე წაგებაც და ეს ხალხს არ უნდა უკვირდეს.

ამ ზაფხულს ძალიან ბევრი რამ მოხდა და ამის დაიჯესტს დიდი დრო უნდა. ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის შეცვლა, ახალი დირექტორთა საბჭო; “მსოფლიო ჩემპიონატი”, ბევრი მოგზაურობა… ასეთ პირობებში თამაში ძალიან რთულია და თუ ადვილია, რატომ არ შეუძლია ყველას ამის გაკეთება?

სეზონის სტარტშივე დამარცხება უფრო კარგია, ვიდრე სეზონის შუაში. ეს არის გაფრთხილება იმისა, რომ “ჩემპიონთა ლიგაზე” უფრო კარგად ითამაშონ და შეცდომები გამოასწორონ. გუარდიოლამ მოსაგებად თავისი ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი