დღეს “ბარსელონამ” ვარჯიში “სიუტატ ესპორტივაზე” გამართა. ამის შემდეგ კი გუნდის დამრიგებელმა, პეპ გუარდიოლამ და ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ პრეს–კონფერენცია გამართეს. ამ სიახლეში კი შემოგთავაზებთ მათ კომენტარებს.
პრეს–კონფერენციაზე პეპ გუარდიოლამ და ანდრეს ინიესტამ ისაუბრეს წინა მატჩზე, რომელიც “ერკულესთან” საკუთარ მოედანზე დათმეს და მომავალ მატჩზე, რომელსაც ასევე საკუთარ მოედანზე გამართავენ, ბერძნულ “პანათინაიკოსთან. ეს იქნება “ჩემპიონთა ლიგის” 2010/11 წლის სეზონის პირველი მატჩი.
ანდრეს ინიესტა: “მე ძალიან მოხარული ვარ, რომ “ჩემპიონთა ლიგა” სტარტს იღებს, მაგრამ ისიც კარგად მაქვს გაანალიზებული, რომ გზა “უემბლისკენ” ძალზე რთული იქნება. “ჩემპიონთა ლიგაზე” თითოეული პატარა შეცდომაც კი ძვირად ფასობს.”
“ბევრი ადამიანის აზრით “ბარსამ” “ერკულესთან” მატჩი უმოტივაციობის გამო წააგო, მაგრამ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ “ეკულესმა” იმ მატჩი ძალიან კარგი და ორგანიზებული მატჩი აჩვენა. ჩვენ კი ასეთი მატჩებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს უკვე წარსულია…”
პეპ გუარდიოლა: “მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა და მათში ეჭვი არ მეპარება. შეუძლებელია წინა სეზონისნაირი შედეგი ვაჩვენოთ და “ლა ლიგაში” 99 ქულა მოვაგროვოთ, ან თუნდაც 6 თასი ავიღოთ, მაგრამ მე მწამს, რომ ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ. “ერკულესთან” მატჩში უბრალოდ წავაგეთ და მეტი არაფერი. ამბობენ, რომ ფეხბურთელებს უბრალოდ მოტივაცია ქონდათ დაკარგული. ეს, რომ ასე ყოფილიყო მე ძალიან გავბრაზდებოდი.”
“ბერძნულ “პანათინაიკოსს” დიდი წარსული გააჩნია და ძალიან გამოცდილი გუნდიც ყავთ. ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ და ფეხბურთელები მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებენ. ალბათ “პანათინაიკოსი” უფრო დაცვით ფეხბურთს შემოგვთავაზებს და ჩვენ რაც შეიძლება კარგად ორგანიზებული თავდასხმა უნდა გვყავდეს. უბრალოდ ყველას ჩვენ–ჩვენ თავებზე მოგვიწევს მუშაობა.”



