“ბარსელონადან” “სელტაში” განათხოვრებული ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა, რომელიც ვიგოური გუნდის ლიდერად მოგვევლინა, თებერვლის თვეში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
“სელტამ”, რომელიც უკვე 5 მატჩია წაუგებელია, თებერვალში 3 თამაში ჩაატარა, 1 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ამ 3 შეხვედრიდან ორში საუკეთესო სწორედ რაფინია იყო, რომელმაც “ხეტაფეს” ლამაზი გოლი გაუტანა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ამის გამო, ესპანეთის ფეხბურთის ლიგამ (LFP) 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ტრავმის მორჩენის შემდეგ, “აიაქსის” შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს “ბარსელონადან” განათხოვრებული კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი, რომელმაც ევროპა ლიგაზე, “ზალცბურთან” გამართულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა.
ორთვიანი ტრავმა მოირჩინა ჟერარ დეულოფეუმაც, რომელმაც “ევერტონის” ბოლო სამ მატჩში ითამაშა. 19 წლის შემტევი სამივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა.