workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი მცველი “ბარსაში”?

ახალი მცველი “ბარსაში”?

პორტუგალიული გამოცემის, “Diario de Noticias”–ს ცნობით, “ბარსელონას” მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა დაინტერესებულია “ბენფიკას” ბრაზილიელი ცენტრალური მცველით, დავიდ ლუიზით.

დავიდი ჯერ 23 წლისაა, მაგრამ “ბარსელონა” მზადაა მასში 30 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ ისინი დამატებითი თანხების შემცირებას შეეცდებიან.

“Diario de Noticias” ასევე წერს, რომ “ბარსას” რესურსი ამოწურული აქვს. შეგახსენებთ, რომ “ბარსამ” წელს უკრაინელი დიმიტრი ჩიგრინსკი და მესიკელი რაფაელ მარკესი გაყიდა. ასევე სანამ გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი ტრავმას მოიშუშებს, ცენტრში მარცხენა ფლანგის მოთამაშეს, ერიკ აბიდალს უწევს თამაში.

გუარდიოლამ იცის, რომ მას ტრავმირებული ფეხბურთელების ჩანაცვლება უჭირს და ამიტომ დავიდ ლუიზი მისთვის ძალიან კარგი ალტერნატივა ინება. ბრაზილიელით ასევე დაინტერესებულები არიან სხვა გრანდებიც, მათ შორის “ჩელსი”, “მილანი” და “რეალი”.

ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=DqOGOQP_-FM]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში