ესპანური გამოცემების ცნობით, რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესებულია “პანათნაიკოსისა” და საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ფლეიმეიქერის , 20 წლის სოტირის ნინისის ყიდვით. მათ შორის კატალონიური “ბარსელონაცაა”.
ასევე პრესის ცნობით “მანჩესტერმა” ახალგაზრდა ფებურთელში “პანათინაიკოსს” უკვე 12 მილიონი შესთავაზა. ასევე მისით დაინტერესებულია მადრიდის “რეალი” და იტალიური “მილანი”, მაგრამ ამბობენ, რომ თავად ნინისს ყველას მაინც “ბარსა” ურჩევნია.
“პანათინაიკოსში” ნინისი ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელია და ახლა უკვე იგი ბერძენი გოლიათების კაპიტანიცაა. გასულ სეზონში მან 36 მატჩი ჩაატარა. მოახერხა რა 4 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება. ნინისს ასევე 9 მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში. მას იქ ჯერ–ჯერობით 1 გოლი აქვს გატანილი. სოტირისის ხილვა ჩვენ “მსოფლიო ჩემპიონატზეც” მოვახერხეთ. იგი ცვლილებაზე 2–ჯერ შემოიყვანეს. 1–ხელ ნიგერიასთან, ხოლო მეორედ არგენტინასთან. ნინისი გამოძახებულ ფეხბურთლებში ყველაზე პატარა იყო.
სოტირის ნინისი ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. მას შესანიშნავი დრიბლინგიც აქვს, მაგრამ ყველაზე უკეთ ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაში გამოზდის.