გუშინდელი დღე, კარგი არც “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველისთვის, ხერარდ პიკესთვის ყოფილა. გუნდთან ერთად წაგების გარდა მან შუბლის ტრავმაც მიიღო.
ხერარდ პიკეს რამდენიმე დღით შესვენება მოუწევს, რადგანაც მან მეკარე კალატაიუდთან ორთაბრძოლის დროს შუბლი დაიზიანა. მისი სახე მთლიანად სისხლში იყო დაფარული, მაგრამ მან მოახერხა და მალევე დატოვა მოედნის ფარგლები. სამედიცინო დახმარება კი შესაბამისად მოედნის ფარგლებს გარეთ აღმოუჩინეს. მას მოედანზე დაბრუნება მაინც მოუწია, რადგან “ბარსელონას” მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას მეტი ცვლილების განხორციელების უფლება არ ქონია. ხერარდმა დარჩენილი დრო მოედანზე შეხვეული თავით გაატარა. ამ ყველაფრის შემდეგ პიკე მაინც არ უშინდებოდა სახიფათო ორთაბრძოლებს, მაგრამ სამწუხაროდ ამას გუნდისთვის შედეგი არ მოუტანია.
სამშაბათს “ბარსას” მატჩი ბერძნულ “პანათინაიკოსსთან” აქვს გასამართი და შესაძლოა პიკე იმ მატჩში მოედანზე ვერ ვიხილოთ, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ხერარდისთვის ასეთი სახის ჭრილობები უცხო არაა. გავიხსენოთ მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც სახის დაზიანება 2–ჯერ მიიღო. ერთხელ შვეიცარიასთან – წარბზე, ხოლო მეორედ ჰონდურასთან – პირის მიდამოში.



