workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: „სიტის“ დონის გუნდთან სწორედ ასე უნდა ითამაშო“

ინიესტა: „სიტის“ დონის გუნდთან სწორედ ასე უნდა ითამაშო“

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში “მანჩესტერ სიტის” დამარცხების შემდეგ, კომენტარი “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ გააკეთა.

“ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქე 10 კაცით დარჩენის შემდეგაც დაცვაში ძალიან მჭიდროდ თამაშობდა. თუმცა, ვიცოდით, რომ ბურთი დიდხანს უნდა შეგვენარჩუნებინა და აუცილებლად გავიტანდით. “სიტის” შემადგენლობაში მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელია და მათ წინააღმდეგ სწორედ ასე უნდა ითამაშო.

ბურთის კონტროლი აუცილებელია და საბოლოო ჯამში, მომენტებიც გოლებად იქცევა.

კარგი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ განმეორებითი თამაშის წინ ზედმეტად თავდაჯერებულები არ უნდა ვიყოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward