სავარჯიშო სესია მანჩესტერში

სავარჯიშო სესია მანჩესტერში

ორშაბათს საღამოს “ბარსელონამ” “ეტიჰადზე” სავარჯიშო სესია ჩაატარა სამშაბათს გასამართი ჩემპიონთა ლიგის, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ მატჩისთვის. სესიაში მონაწილეობას იღებდა ყველა, განაცხადში მყოფი 23 ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ისააკ კუენკა და ჯონათან დოს სანტოსი ტრავმების გამო ბარსელონაში დარჩნენ.

თუმცა, საბოლოო განაცხადში მხოლოდ 18 ფეხბურთელი მოხვდება, ამდენად, მარტინოს თავდაპირველი განაცხადიდან 5 ფეხბურთელის ამოგდება მოუწევს.

დირექტორთა სადილი

საღამოს 8 საათზე (ადგილობრივი დროით) ტრადიციულად გაიმართა სადილი ორივე კლუბის წარმომადგენლებს შორის. “ბარსელონას” წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართუმოე, ვიცე პრეზიდენტები კარლეს ვილარუბი და ჟორდი მესტრე, დირექტორი ჟორდი მოიქსი, უეფას დელეგატი ამადორ ბერნაბეუ და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=oz7AcWGIHhA]

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი