“რეალ სოსიედადთან” ფრედ თამაშის შემდეგ, “ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩში ხერარდო მარტინოს შეგირდები მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდებიან.
პირველი თამაში “ბარსას” 2:0 ჰქონდა მოგებული, რაც კატალონიელებს მომგებიან სიტუაციაში აყენებდა. სან სებასტიანში გამართულ შეხვედრაში, საჯარიმოს გარედან დარტყმით ანგარიში მესიმ გახსნა.
“ბარსას” მიერ გოლის გატანა იმას ნიშნავდა, რომ “სოსიედადს” ფინალში გასასვლელად 4 ბურთი სჭირდებოდა. მასპინძლებმა მხოლოდ ის შესძლეს, რომ 87-ე წუთზე გრიზმანის დარტყმით გაათანაბრეს.
ფინალი, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალი” დაუპირისპირდებიან, 19 აპრილს გაიმართება.
