სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “ბარსელონას” გულშემატკივრისათვის ორი ძალიან რთული და გამაღიზიანებელი მატჩი. საუბარია “ბარსელონას” პირველ გუნდზე და “ბარსა ბ”ზე. ორივე მათგანმა სამარცხვინო მარცხი იწვნია.
პირველმა გუნდმა სახლში ახლადგადმოსულ გუნდთან “ერკულესთან” 0:2 წააგო, ხოლო “ბარსა ბ”– “კარტაგენასთან” საერთოდ განადგურდა და მატჩი 5:1 დათმო. რაც შეეხება პირველ გუნდს, “ბარსელონამ” დღეს საშინლად ითამაშა და ის ტრადიცია, რომელიც დანარგა (სანაკრებო თამაშების შემდეგ ვერმოგებები) კვლავაც გააგრძელა. ჩანდა, რომ “ბარსელონას” რაღაც აკლდა, ან მოტივაცია, ანდაც გადამწყვეტი როლი ფეხბურთელთა როტაციამ ითამაშა, მაგრამ ფაქტია, “ბარსელონა” დამარცხდა და დამარცხდა სამარცხვინოდ. ეს კატალონიური კლუბის პირველი წაბორძიკებაა მიმდინარე სეზონში (იგულისხმევა პრიმერა დივიზიონი).
“ბარსელონას” 3 ქულა აქვს, ხოლო “ბარსა ბ” – ს 6.


