კატალონიის “ბარსელონას” დღევანდელ ვარჯიშს ხელი შეუშალა დაუგეგმავმა დოპინგ-ტესტმა, იტყობინება diariouno.com.
წილისყრის შედეგად დოპინგ-ტესტზე შეამოწმეს: ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ნეიმარ ჟუნიორი, ალექს სონგი, იბრაჰიმ აფელაი, ადრიანო, დანი ალვესი და კუენკა.
ამ პრაქტიკას ხშირად მიმართავს “უეფას” კომისია. შეგახსენებთ, რომ ხერარდო მარტინოს კლუბი 9 თებერვალს მატჩს გამართავს “სევილიას” წინააღმდეგ.