workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი კაზესი „ბარსელონასგან“ ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვს

ჟორდი კაზესი „ბარსელონასგან“ ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვს

ჟორდი კაზესი, რომლის მიერ სასამართლოში შეტანილმა სარჩელმაც სანდრო როსელს თანამდებობის დატოვება აიძულა, “ბარსელონას” ხელმძღვანელი პირებისგან იმის წერილობით დასტურს ითხოვს, რომ კატალონიელები მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ მიმართავენ.

“მშვიდად ვარ, რადგან კარდონერმა და ბართომეუმ სიტყვა მომცეს, რომ არაფერი დამემუქრება. თუმცა, მათი სიტყვების წერილობით დადასტურება მინდა.

“ბარსელონა” უკვე მემუქრებოდა, რომ კატალონიელები ჩემგან რამდენიმემილიონიან კომპენსაციას მოითხოვდნენ. ისინი, ჯერჯერობით, წერილობითი დოკუმენტის გაცემისთვის მზად არ არიან. სანამ ეს არ მოხდება, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს არ გამოვითხოვ. “ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ველოდებით.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward