ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურის ჩატარების თარიღი და დრო ცნობილი გახდა. “ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე” მაყურებელი “მინიკლასიკოს” იხილავს, სადაც ერთმანეთს “რეალ კასტილია” და “ბარსელონა ბ” დაუპირისპირდება. შეხვედრა 2014 წლის 15 თებერვალს (21.00) გაიმართება.
ზემოთხსენებულ შეხვედრამდე ახალგაზრდა “ლურჯ-ბროწეულისფრებს” სეგუნდაში შეხვედრა შემდეგ გუნდებთან მოუწევთ: “ლუგო”, “სარაგოსა” და “ტენერიფე”.