“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ფეხბურთს 3-4 კვირით ჩამოშორდა.
ნეიმარმა ტრავმა “ხეგტაფესთან” გამართული მატჩის 22-ე წუთზე მიიღო. მან მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა. თავდაპირველი ინფორმაციით, ბრაზილიელის მკურნალობას დაახლოებით 1 თვე დასჭირდებოდა და ასეც ხდება. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ნეიმარი გუნდს “სევილიასთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება. “მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის 21 წლის ფეხბურთელი აუცილებლად მზად იქნება.