კატალონიის “ბარსელონას” მესვეურებმა მტკიცედ გადაწყვიტეს შეიძინონ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუიზი.
“ბლაუგრანამ” ლონდონის “ჩელსის” 30 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზა, მაგრამ პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი ამ ტრანსფერის ჩაშლისა შესაძლოა ჟოზე მაურინიო გახდეს. მან სკამზე დასვა ბრაზილიელი ფეხბურთელი, თუმცა მისი სხვა გუნდში გაშვებაც არ სურს.
დავიდ ლუიზი “ბარსელონას” მთავარი მიზანია მას შემდეგ რაც ტერ შტეგენთან სატრანსფერო საკითხები თითქმის შეთანხმებულია. ვარაუდობენ, რომ წინადადება ძალაში ზაფხულში შევა და არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.