workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მაინც გადავწყვიტე ამ პროექტის დაწყება. როგორც მოგეხსენებათ აქამდე გთავაზობდით “ბარსელონას” ახლანდელი და ყოფილი ფეხბურთელების მიერ გადაღებულ რეკლამებს. ვისიც შემეძლო, თითქმის ყველას რეკლამები მოგაწოდეთ და დარწმუნებული ვარ ისიამოვნეთ კიდეც. ახლა კი იწყება ახალი პროექტი. ალბათ იცით, რომ არსებობს ასეთი გადაცემა Crackovia. ეს გახლავთ იუმორისტული შოუ, სადაც აჯავრებენ “ბარსას” ფეხბურთელებს და არა მარტო მათ. ვეცდები დღეში სამი მათგანი შემოგთავაზოთ თავისი ქართული თარგმნით. იმედია ამითაც ისიამოვნებთ. მაშ ასე, დავიწყოთ.

რამდენიმე ხნის წინ ჟურნალ–გაზეთებში დაიბეჭდა სტატია, სახელად “გვარდიოლა აკონტროლებს ფეხბურთელებს”. ეს ვიდეოც სწორედ ამაზეა აგებული. პეპი ურეკავს კარლესს.

პუიოლი: ეს არის კარლეს პუიოლის ავტო–მოპასუხე; არ შემიძლია გიპასუხოთ იმიტომ, რომ მძინ…

გვარდიოლა: კარლეს, კარლეს, პეპი ვარ. გირეკავ, რომ დავრწმუნდე სახლში ხარ თუ არა. ხომ სახლში ხარ?

პუიოლი: აბა სად უნდა ვიყო ამ შუაღამისას. ხომ იცი ხვალე გამთენიის 4:30–ზე უნდა ავდგე. ვარჯიშის წინ სტადიონი მაქვს მოსახნავი და ჩემი ნუშის ხეებისთვის წყალი დასასხამი.

გვარდიოლა: კარგი, კარგი. ახლა უნდა დაიძინო ხომ?

პუიოლი: კი. უკვე დავლიე ერთი ჭიქა რძე. ახლა ცხვრის პატარა ბარკალს შევჭამ და დავიძინებ.

გვარდიოლა: კარგი, ძალიან დიდხანს არ გაწელო. ძილი ნებისა!

რამდენიმე წუთის შემდეგ პეპი კვლავ ურეკავს პუიოლს. კარლესი ამ დროს წიგნს კითხულობს და როდესაც გვარდიოლას ამ წიგნის სახელს ეტყვის, მწვრთნელი დაიწყებს რაღაცეების ლაპარაკს. კატალონიელთა კაპიტანი მას თავიდან მოიშორებს და დააპირებს ძილს, თუმცა ხოსეპი კვლავ რეკავს.

პუიოლი: რა

გვარდიოლა: გარეთ არ გასულხარ ხომ?

პუიოლი: არა

ამის შემდეგ კატალონიელთა დამრიგებელი კვლავ რეკავს:

გვარდიოლა: გძინავს?

პუიოლი: არა იმიტომ, რომ შენს გამო უძილობა მჭირს.

გვარდიოლა: ცხვრები დაითვალე და ჩაგეძინება.

პუიოლი: უკვე დავითვალე. აქ მხოლოდ ერთია, კეკა. დედამ მიატოვა და მე გავზარდე. წადი, წადი დაიძინე! აღარ დამირეკო მეორედ, თორე კეკას სტრესი დაემართება.

როგორც იქნა პეპი დაწყნარდა. კარლესმა კი ლოცვა დაიწყო:

“წმინდანო ქალწულო ძალიან გთხოვ დამასრულებინე სეზონი ისე, რომ არცერთი ძვალი არ გავიტეხო. ძვირფასო იესო, შენ კი ძალიან გთხოვ ისე გააკეთე, რომ “ბარსელონამ” გაყიდოს ეს დებილი აბიდალი, ამინ!”

პეპი კვლავ რეკავს  wink

პუიოლი: მითხარი რა გინდა

გვარდიოლა: არაფერი, უბრალოდ ღამე მშვიდობისას თქმა დამავიწყდა. თუ რამე გინდა მობილურზე დამირეკე. ახლა კინოში მივდივარ.

პუიოლი: რაააიიიიიიიიიიიიკააააააააააააააარდ, დაბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!! 

“ბარსელონა” უკრაინაშია, რათა “შახტარს” დაუპირისპირდეს. კეიტას და პუიოლს ერთ ოთახში სძინავთ.

პუიოლი: ვერ ვიძინებ…კეიტეეე….კეიტეე…კეიტეეეეე

კეიტა: ხო, ხო, ხო რა ხდება?

პუიოლი: ვერ ვიძინებ ამ ჩემპიონთა ლიგის თამაშის გამო. ვაი და უცბად მოგვიგეს ამ “ჩაკრას” ფეხბურთელებმა. ისინი ამ რაღაც რელიგიით უფრო ბევრს ვარჯიშობენ. თავისი ზარებით და ყვავილებით მოგვთენთავენ და …ბამ! გაიტანენ სამ გოლს. ვახ ამათი ბუდისტი…

კეიტა: ისინი ვერ მოიგებენ. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, დაგავიწყდა? მიდი დაიძინე, დაიძინე.

პუიოლი: მაგრამ მართლა ჯადო რომ გაგვიკეთონ და ოთხი გოლი რომ გაგვიტანონ?

კეიტა: არ არიან ისინი ბუდისტები. თან მათი სახელი “ჩაკრა” კი არა, “შახტარია”. უკრაინაში ვართ ტიბეტში ხომ არა. დაიძინე!

პუიოლი: კატალონიის გარდა ყველა ქვეყანა ერთი და იგივე მეჩვენება.

კეიტა: უნდა დაიძინო… ცხვრები დაითვალე.

პუიოლი: ყველა ამას ამბობს. როგორ დავითვალო ცხვრები როცა არცერთი ცხვარი არ არის აქ. აეროპორტის ხელმძღვანელობამ უფლება არ მომცა მათი შემოყვანის.

კეიტა: შენს წარმოდგენაში პუიოლ, შენს წარმოდგენაში. დახუჭე თვალები, დახუჭე!

პუიოლი: აა ჩემს წარმოდგენაში… ერთი ცხვარი… ორი ცხვარი… სამი ცხვარი… ოთხი ცხვარი…

კეიტა: დაბალი ხმით!

პუიოლი: აა დაბალი ხმით… ერთი ცხვარი… ორი ცხვარი… სამი ცხვარი… სად მიდის ეს ცხვარი? მარჯვნივ, მარჯვნივ! გაეკიდეთ, დაიჭირეთ, გაქცევას ცდილობს.

პუიოლი: ააააა, ააააააა. ცხვარი გარბოდა ვერ დაინახე კეიტეე? 

ამ ვიდეოს არ მგონია დიდი ახსნა უნდოდეს. ლიონელ მესი ისე ბრწყინვალედ თამაშობს, რომ აქ ასახული კადრები ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს. არგენტინელს აძლევენ ყველანაირ ჯილდოს (ოსკარსაც კი). ლეო უკვე ყვირის აღარ მინდა მეტი პრიზიო. ბოლოს ერთ დარჩენილ ჯილდოს სხვა კაცი მიიღებს და მესი რას იზამს თქვენთვითონ ნახეთ  wink  

აი დღეისათვის სულ ეს იყო. ხვალ კიდევ სამს შემოგთავაზებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში