workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: „ეს თამაში გაგვაძლიერებს“

მარტინო: „ეს თამაში გაგვაძლიერებს“

მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრის (0:0) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტი დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ჩანდა.

“შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრად ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც საკუთარ კედლებში ქულა დაკარგული ჯერ არ ჰქონდა. მოგება გვინდოდა, მაგრამ დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილების მიზეზი არ გვაქვს. მაქვს შეგრძნება, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ გავძლიერდებით.

ბურთის ფლობა და მეტოქის წამყვანი ფეხბურთელების პრესინგი დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. დღეს, ჩვენ მეტოქეს წარმატებული კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მივეცით. იყო სისუსტეებიც: ბურთს საკმარისად სწრაფად ვერ ვამოძრავებდით და საკმარისად დინამიურად არ ვთამაშობდით.

მესი და ნეიმარი სრული თამაშის ჩასატარებლად მზად არ იყვნენ. ამიტომ, მათ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს. მესიმ, წინა მატჩში, 30 წუთი ითამაშა, ხოლო დღეს – 45. გვინდოდა, რომ მას უფრო ცოტა ეთამაშა, მაგრამ ინიესტას ტრავმამ გეგმები შეგვიცვალა. პირველ ტაიმში, “ატლეტიკოს” ფეხბურთელების ხისტად თამაშობდნენ, განსაკუთრებით ინიესტას წინააღმდეგ.” – განაცხადა ხერარდო მარტინომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward