დღევანდელი დღე “ბარსელონას” ფეხბურთელთათვის ძალზე დატვირთულია. დღეს “ბარსას” ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილებას 2 ამხანაგურ მატჩში. ასევე ერთი კატალონიელი ითამაშებს 21 წლამდე ევროპის შესარჩევზე.
არგენტინა – ესპანეთი. არგენტინელთა მხარეს იქნება სამი ბარსელონელი: მილიტო, მასკერანო, მესი. ხოლო ესპანელთა მხარეს, როგორც ყოველთვის, უმრავლესობა ფეხბურთელებისა – 7 (წესით 8 უნდა იყოს მაგრამ პუიოლი ტრავმირებულია): ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ვილია, პედრო. რაც შეეხება “ბარსა ბ” –სა და ბრაზილიის დაპირისპირებას, აქ მონაწილეობას მიიღებს პირველი გუნდის 2 ფეხბურთელი ადრიანო და ალვეში –რა თმა უნდა ბრაზილიელთა მხარეს.
ხოლო “ბარსელონას” ახლაგაზრდა ტალანტი, ბოიან კრკიჩი პოლონეთში ითამაშებს ევროპის შესარჩევ მატჩს 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის პოლონეთის წინააღმდეგ.
წყარო: fcbarcelona.cat



