workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარმა ვარჯიში განაახლა

ნეიმარმა ვარჯიში განაახლა

“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი სრულად გამოჯანმრთელდა და ის გუნდთან ერთად შეზღუდვების გარეშე ვარჯიშობს.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “ხეტაფესთან” გამართული სათასო დაპირისპირება (4:0) ავადმყოფობის გამო გამოტოვა. “ბარსას” ოფიციალური “ტვიტერის” ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი მადრიდის “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ მზადაა.

ნეიმარს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 თამაშში, 11 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward