workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა მაურინიოს მოსაზრებას პასუხობს

ინიესტა მაურინიოს მოსაზრებას პასუხობს

”ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა ჟოზე მაურინიოს მოსაზრებაზე ოქროს ბურთის მომავალ მფლობელთან დაკავშირებით. როგორც იცით, ”რეალის” მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინიესტა ღირსი არაა მიიღოს ოქროს ბურთი, რადგან მან თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა ტრავმების გამო. მუნდიალის ფინალში გატანილი გოლი კი საკმარისი არაა ოქროს ბურთის მოსაპოვებლად. მისი აზრით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრედენდენტები უესლი სნეიდერი და ჩავი ერნანდესი არიან.

 ანდრეს ინიესტამ მაურინიოს სიტყვებს ასე უპასუხა: ”ყველასთვის ნათელია, რომ მაურინიო ძალიან ბევრ რამეს იღებს თავის თავზე, მისი გადასაწყვეტი არ არის ვინ მიიღებს ოქროს ბურთს. ასეთი კომენტარის გაკეთება საჭირო არ იყო, რადგან თვითონაც ვიცი, რომ ოქროს ბურთი მე არ მეკუთვნის”.

მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა იკერ კასილიასმა კი განაცხადა, რომ ოქროს ბურთი რომელიმე ესპანელმა ფეხბურთელმა უნდა აიღოს, რადგან მათ მუნდიალი მოიგეს. მისი კანდიდატები დავიდ ვილია, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა არიან.

წყარო: sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward