workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: „დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ არ გავახანგრძლივო“

ტერ შტეგენი: „დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ არ გავახანგრძლივო“

მიონხენგლადბახის “ბორუსიას” სპორტული დირექტორის შემდეგ, კლუბის შეთავაზების უარყოფას უკვე თავად მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც ადასტურებს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გერმანულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა. გავრცელებული ინფორმაციით, ის “ბარსელონაში” გადავა.

“დიდხანს ვფიქრობდი და გადავწყვიტე, რომ კონტრაქტი არ გავახანგრძლივო. საკუთარ მომავალზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები გამიგებენ. ახლა, ჩემი მიზანი სეზონის მე-2 ნახევრის მაღალ დონეზე ჩატარებაა.” – აცხადებს ტერ შტეგენი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward