workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესკრიბა: „შანსი არ გვქონია“

ესკრიბა: „შანსი არ გვქონია“

“ბარსელონასთან” განადგურების (0:4) შემდეგ, “ელჩეს” მთავარი მწვრთნელი ფრან ესკრიბა აცხადებს, რომ მის გუნდს წარმატების მიღწევის შანსი არ ჰქონია.

“შანსი არასდროს გვქონია. გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

შეგვეძლო ანგარიში 1:1 გაგვეხადა და ამის შემდეგ, მცირე შანსი გვექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

როდესაც ანგარიში 3:0 გახდა, მინდოდა, რომ თამაში დასრულებულიყო. გამოგიტყდებით, რომ უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობდი.

აქ არაერთ გუნდს უთამაშია და წაუგია. ეს გუნდები ერთანეთისგან განსხვავებული სტილით თამაშობდნენ. თუმცა, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელებს უპირისპირდები, თამაში ძალიან ძნელია.” – განაცხადა ესკრიბამ მატჩის შემდეგ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward