workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sovsport: „რუბინი“ ვილანოვას იწვევს

Sovsport: „რუბინი“ ვილანოვას იწვევს

რუსულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. თუ Sovsport-ს დავუჯერებთ, ყაზანის “რუბინის” გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატი ტიტო ვილანოვაა.

გასული წლის ბოლოს, ყაზანელებმა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ყურბან ბერდიევი დაითხოვეს. “რუბინის” ჩაბარებას რამდენიმე სპეციალისტს უწინასწარმეტყველებენ და ერთ-ერთი მათგანი ტიტო ვილანოვაა.

შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა 2007-2012 წლებში პეპ გუარდიოლას დამხმარედ მუშაობდა, ხოლო 2012-13 წლების სეზონში ის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო. 45 წლის სპეციალისტმა კატალონიური გუნდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward