“ბარსელონა” თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით რეკორდების დამყარებას განაგრძობს. “ბარსა” ისტორიაში პირველი სპორტული კლუბია, რომელმაც Facebook-ზე 50 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
“ბარსელონას” Facebook-ის გვერდი 2009 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მას შემდეგ ის 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა. აქედან დაახლოებით 11 მილიონი მოწონება 2013 წელზე მოდის.
გასულ წელს, სოციალურად ყველაზე აქტიური თემა “მილანთან” 4:0 მოგება იყო. ამ დროს, “ბარსელონას” გვერდი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოიწონა.
“ბარსელონა” მხოლოდ Facebook-ზე არ ლიდერობს. 2013 წელს, ყველა სოციალურ ქსელში ერთად, კატალონიელებმა 32 მილიონი მოწონება დაიმსახურეს.