ხვალ “ბარსელონას” 10 ფეხბურთელისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ხვალ გაიმართება არგენტინისა და ესპანეთის დაპირისპირება. მართალია, ეს შეხვედრა ამხანაგური იქნება, მაგრამ ეს შეხვედრა მაინც პრინციპული იქნება.
7 სექტემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს – აირესში გაიმართება “ფურია როხას” და “ალბისელესტეს” დაპირისპირება. მატჩი თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება. ხვალ “ბარსელონადან” იასპარეზებს 7 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანელთა მხარეს, ხოლო არგენტინელთა მხარეს იასპარეზებს 3 “ბარსელონას” ფეხბურთლი.
მზადება ფურია როხას რიგებში ჩვეულად მიმდინარეობს, ნაკრებში გამოძახებულნი არიან: ვალდესი, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია. არ იმონაწილევებს კატალონიელთა კაპიტანი კარლეს პუიოლი რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანი იქნება “ელ გუახესათვისაც”. “ბარსას” და ესპანეთის ნაკრების მე–7 ნომერს აქვს შანსი გახდეს ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.
რაც შეეხება “ალბისელესტეს” რიგებს. სერხიო ბატისტამ გუნდში გამოიძახა ახალწვეული მასკერანო, მილიტო, რომელიც დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა ნაკრებში და არგენტინელთა მთავარი იმედი ლეო მესი. რომელიც ბრწყინვალე კონდინციაშია. მან უკვე “ბარსელონას” მაისურით ახალ სეზონში მოახერხა 4 გოლის გატანა ოფიციალურ მატჩებში. ხვალ მოხდება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. მოგეხსენებათ, ხავიერ მასკერანო არგენტინელებს კაპიტნობდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ შეიძლება ეს კაპიტნობა “ჩამოართვას” ხავიერ ძანეტიმ, თუ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა.
წყარო: fcbarcelona.cat



