რაფინია რადიოსადგურ RAC 1-ის გადაცემა Tu diràs-ის მთავარი გმირია. მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკმა ის “ბარსელონას” პირველ კაპიტნად დანიშნა, ბრაზილიელმა შემტევმა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იყო – სურვილი, რომელიც კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ცოტა ხნის წინ საჯაროდ გამოხატა.
ინტერვიუს ანონსში ბრაზილიელმა შემტევმა დეკუს მიერ გადაგდებული ხელთათმანი მიიღო. ის “ბარსელონაში” საკუთარ თავს კიდევ დიდხანს ხედავს და მზადაა, ბუცები ლურსმანზე ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით დაკიდოს:
“დიახ, კონტრაქტის გახანგრძლივებას ვგეგმავ. როდესაც ხელშეკრულება განვაახლე, ეს 2028 წლამდე გავაკეთე იმ ფიქრით, რომ ამ დროისთვის 30 ან 31 წლის ვიქნებოდი და არ ვიცოდი, რა ფორმაში ვიქნებოდი. თუმცა, თუ იმას შევხედავთ, როგორ დავიწყე ეს სეზონი, ძალა კიდევ რამდენიმე წლისთვის მაქვს. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ კონტრაქტს გავახანგრძლივებ და, იმედია, კარიერას აქ დავასრულებ ისე, რომ სხვაგან წასვლა არ მომიწიოს.”
გასულ კვირას RAC 1-ის ეთერში რაფინიასთან დაკავშირებით დეკუმ შემდეგი განაცხადა:
“ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი სიამაყე, მაგრამ ვფიქრობ, მან საკუთარი ისტორია კლუბში გასახდელში თანაგუნდელების პატივისცემის მოპოვებით შექმნა. ის აქ ბედნიერია და ეს მნიშვნელოვანია. მწვრთნელმა ემოციური მართვის წყალობით მისგან მაქსიმალური უკუგება მიიღო. მას ძალიან კარგ ფორმაში ვხედავ. კონტრაქტი 2028 წლამდე? ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს მოთამაშეებს, რათა გახანგრძლივების პროცესში მოულოდნელობები თავიდან ავიცილოთ. ამასთან, ჩვენთან მერიტოკრატიაა – კონტრაქტებში ბალანსი უნდა არსებობდეს, რათა პრობლემები არ შეიქმნას. ჩვენ მას აუცილებლად დაველაპარაკებით.”
რაფინიამ მიმდინარე სეზონი ფენომენალურად დაიწყო. ის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია ცხრა გატანილი გოლით, რითაც ლამინ იამალსა და კილიან მბაპეს ორი ბურთით უსწრებს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენორდის” კარში მის ანგარიშზე დუბლია.
არ ვიქნები წინააღმდეგი
ფლიკამდე სხვებთან ერთად მეც ერთერთი მომხრე ვიყავი ამის გაყიდვის, მაგრამ ფლიკმა ამას ახალი სიცოცხლე შთაბერა და დღეს ნამდვილი კაპიტანია და რაც მთავარია ბარსა უყვარს.
ფლიკი რო არ მოსულიყო რა გვეშველებოდა მე მგონი გაყიდვას აპირებდნენ ესენი და არც თვითონ არ იყო წინააღმდეგი.
ბოლო 30-40 წლის ყველაზე მშრომელი და პასუხისმგებლიანი ბრაზილიელი ფეხბურთელი!
როგორც კი ფლიკმა გახსნა, აღმოჩნდა ტექნიკაც აქვს, ალღოც და შესრულების ოსტატობა…
ოდნავი იღბალი და გუნდს უდიდეს წარმატებებს მოუტანს.
რაფა🔥
დაიმსახურე❤️
ეს რომ მიყვარს რავი,პიროვნულად ხომ ადამიანია და მოედანზე სული და გულია.❤️
რაფიკამ ისე შეგვაყვარა თავი არავისგან არ გამოვარჩევ.სული და გულია გუნდის.ეს როა მოედანზე არაფერზე ვერვიულობ