ლეო მესიმ ინტერვიუ მისცა კატალონიურ ”სპორტს”, სადაც ისაუბრა მომავალ მატჩებზე და მომავალ სეზონზე.
” ბარსელონას ძალიან კარგი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და რაც მთავარია გუნდს არ დაუკარგავს გამარჯვების სურვილი, დარწმუნებული ვარ ეს არასოდეს მოხდება, რადგან ეს ”ბარსელონაა”, ჩემი დიდი სურვილია გავაგრძელო ტიტულების მოპოვება ამ გუნდთან ერთად. სეზონის სტარტით ძალიან კმაყოფილი ვარ, პიველივე მატჩში სამი ქულის აღება მნიშვნელოვანია”.
თქვენ ალბათ დასვენებაც ვერ მოასწარით
”ჩვენ არ გვჭირდება დასვენება, რადგან დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ”ბარსას” ფეხბურთელები მხოლოდ მომავალ წარმატებებზე და გოლებზე ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ თამაშისგან სიამოვნებას ვიღებთ”.
რას ფიქრობთ მასკერანოს ტრანსფერზე?
”მე მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია, დარწმუნებული ვარ ის დიდ წარმატებებს მოგვიტანს”
ისაუბრეთ მასთან?
” მან მითხრა, რომ ძალიან უნდოდა ”ბარსელონაში” გადმოსვლა და ამით ოცნება აიხდინა”.
ფაბრეგასის ტრანსფერზე საუბარი დამთავრდა, რას ფიქრობთ ამაზე?
”ვის არ უნდა, რომ გუნდში ჰყავდეს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ცესკია? მგონია, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება მშობლიურ კლუბში”.
როგორ ფიქრობთ შეიძლება კიდევ ერთხელ მოიგოთ ოქროს ბურთი?
”გულწრფელად გითხრათ? მე არასოდეს შევწყვეტ ფიქრს ინდივიდუალურ ჯილდოებზე, მაგრამ ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია და დარწმუნებული ვარ ” ბარსასთან” ერთად კვლავ ბევრ ტიტულს მოვიგებ”.
არგენტინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, როგორ ფიქრობთ არგენტინა მასთან ერთად მიაღწევს წარმატებებს?
” ჩვენ თანდათან ვეჩვევით მას. ყველა მწვრთნელს განსხვავებული იდეები და შეხედულებები აქვს, ამიტომ დრო გვჭირდება მასთან შესაჩვევად. იმედი მაქვს ჩვენ მივაღწევთ წარმატებებს, ახლა ჩვენი გამოწვევა ”კოპა ამერიკაა” და აუცილებლად შევეცდებით მის მოგებას”
ალბათ მუნდიალზე განცდილი მარცხი თქვენთვის შოკი იყო
”’რაც აფრიკაში მოხდა ეს კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური თემა, რადგან ჩვენი მარცხი ყველამ ნახა. ჩვენ ხუთი მატჩიდან ოთხი მოვიგეთ, მაგრამ დავმარცხდით გერმანიასთან. რაც მოხდა ახლა იმის შეცვლა არ შეგვიძლია. რაც მთავარია ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მზად ვართ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. წარსულზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს”.
წყარო: sport.es



