“ბარსელონა” აგრძელებს ფეხბურთელებისათვის კონტრაქტების გახანგრძლივებას. ჯერი დანი ალვესზეა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი 2013 წელს ეწურება. დანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, იგი მარჯვენა ფლანგის ბატონ – პატრონია. ბუნებრივია, ასეთი ფეხბურთელის შენარჩუნება “ბარსელონას” კიდევ დიდი ხნით სურს.
დანი “ბარსაში” “სევილიადან” 34 მილიონ ევროდ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმობარგდა. ბუნებრივია, ეს თანხა ძალიან სოლიდურია, მაგრამ იგი იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ შეიძლება ითქვას, ამ ტრანსფერისათვის ეს თანხა დასანანი ნამდვილად არ არის.
გუნდის ახალი პრეზიდენტი სანდრო როსელი უკვე ფიქრობს დანის კონტრაქტსა და მის ტექნიკურ მხარეებზე. ესპანური “მარკა” – ს აზრით კონტრაქტი კიდევ 3 ან 4 წლით გახანგრძლივდება.
წყარო: Mara.com


