მადრიდის ,,რეალის” უდაო ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა მომავალში ,,ბარსას” მაისური მოირგოს. CR9-მ თქვა, რომ დღეისთვის მისი სახლი მადრიდია, თუმცა რა მოხდებოდა მომავალში, არავინ იცის. რაც შეეხება ,,ბარსაში” გადასვლას აქ მან ასე უპასუხა შეკითხვას: ,,არასოდეს თქვა არასოდეს.” რონალდო ძალიან დამხწუხრებულია და იმედგაცრუებული ,,რეალის” უტიტულო სეზონის გამო, თუმცა აქვე დასძინა, რომ გუნდმა საგრძნობლად მოუმატა თამაშს სეზონის მანძილზე და იმედოვნებს, მომავალი სეზონი უფრო წარმატებული გამოდგება.
წყარო: sport.es