workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ხეტაფე”-“ბარსელონა”  წინასამატჩო მიმოხილვა

“ხეტაფე”-“ბარსელონა” წინასამატჩო მიმოხილვა

კვირას “ბარსელონას” 2013 წლის ბოლო თამაში “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” გაიმართება. “ხეტაფესთან” გასამართი 3 დაპირისპირებიდან ეს შეხვედრა პირველია, ასე რომ ორივე გუნდს შეეძლება ერთმანეთის სისუსტეების შესწავლა. ამასთანავე არც ერთი მხარე არ მიუდგება ამ დაპირისპირებას არასერიოზულად, რადგან მოგებას, განსაკუთრებით კი დამაჯერებელ მოგებას ფსიქოლოგიური უპირატესობის მოტანა შეუძლია.

ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე
სახელი:  
“Getafe Club de Fútbol S.A.D.”

დაარსების წელი: 1983
მდებარეობა: მადრიდი.
სტადიონი და ტევადობა: “კოლისეუმ ალფონსო პერესი”, 17000 ადამიანი.
პრეზიდენტი: 
ანხელ ტორესი.

მწვრთნელი: ლუის გარსია. 
პოზიცია ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში: 
279
პოზიცია “უეფას” რეიტინგში: 
91
მიღწევები: 
“ესპანეთის თასის” ფინალისტები(2006/7, 2007/8).
“ლა ლიგაში” შეუჩერებელი გამოსვლა: 2004 წლიდან.
“ლა ლიგაში” საუკეთესო სეზონი: მე-6 ადგილი (2009/10).
წინა სეზონი: მე-10 ადგილი.
წლევანდელი სეზონი: მე-8 ადგილი 23 ქულით, 7 მოგებით, 2 ფრით, 7 წაგებით, 18 გატანილი და 22 გაშვებული ბურთით. 

“ხეტაფეს ” ბოლოდროინდელი თამაშები: 
“ხეტაფე” 4-1 “ჟირონა”, “მალაგა” 1-0 “ხეტაფე”, “ჟირონა” 1-1 “ხეტაფე”, “ხეტაფე” 1-0 “ლევანტე”, “მადრიდის ატლეტიკო” 7-0 “ხეტაფე”.

ბოლო გასვლითი თამაში
“ბარსელონას” უკანასკნელი გასვლითი თამაში “ხეტაფესთან” კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა (1-4). პირველ ტაიმში “ბარსას” ადრიანოს გოლის წყალობით მინიმალური უპირატესობა ჰქონდა, მეორე ტაიმში კი მესიმ დუბლი შეასრულა, ვილიამ 1 გოლი გაიტანა, მაშერანომ კი ავტოგოლი. 

“ლა ლიგა”  XVII ტური. “ხეტაფე”-“ბარსელონა”
2004 წელს “ხეტაფე” “ლა ლიგაში” დაწინაურდა და მას შემდეგ მყარად უკავია პოზიციები სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში. “ლა ლიგაში” ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, “ელ გატას” საკუთარ არენაზე ნებისმიერი მეტოქისათვის შეუძლია პრობლემების შექმნა. როგორც ჩანს, კატალონიელებს სერიოზული დაპირისპირება ელით.

მსაჯი: უნდიანო მალენკო.

ტრავმირებული ფეხბურთელები
“ხეტაფე” : 0
“ბარსელონა”: ვალდესი, ალვეში(?), ჩავი(?), მესი, დოს სანტოსი, აფელაი, კუენკა. 
 
დისკვალიფიკაცია
“ხეტაფე”: 0
“ბარსელონა”: ნეიმარი.

“ხეტაფეს” მოსალოდნელი სასტარტო თერთმეტეული
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა,  ლურჯების კარებს დაიცავს მიგელ ანხელ მოია, რომელიც “მალიორკის” აღზრდილია.

რაც შეეხება დაცვის ფლანგებს, რთული სათქმელია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოზიციებს, რადგან ლუის გარსიას განკარგულებაშია ორ-ორი რეგულარული მოთამაშე.  ალვარო აროისას (მარჯვნივ) და რობერტო ლაგოს (მარცხნივ) ხილვა უფრო მოსალოდნელია, რადგან ისინი უფრო ხშირად თამაშობენ ვიდრე ხუან ვალერა და სერხიო ესკუდერო. რაც შეეხებათ ცენტრალურ მცველებს, ამ პოზიციებს დაიკავებენ რაფაელ ლოპესი და ალექსის რუანო.

“ლა ლიგის”  გუნდების მსგავსად, “ელ გატა” ძირითადად 4-2-3-1 სქემით თამაშობს. ლუის გარსია საყრდენ ნახევარმცველებად გამოცდილ ბორხუ ფერნანდესსა და პედრო მოსკერუს აყენებს ხოლმე. აღსანიშნავია, რომ ორივე “მადრიდის რეალის” აღზრდილია.

სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ შემტევ ნახევარმცველთა სამეულშიც, რომელშიც დიდი ალბათობით ითამაშებენ პედრო ლეონი (მარჯვნივ), პაბლო სარაბია (ცენტრში) და დიეგო კასტრო (მარცხნივ). პედრო ლეონი ესპანური ფეხბურთის გულშემატკივართათვის ცნობილია, რადგან მას უთანხმოება ჰქონდა მოურინიოსთან. უთანხმოების შედეგად ლეონი გადავიდა “ხეტაფეში” და გახდა უმნიშვნელოვანესი ფიგურა. ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირია 5 გოლით. რაც შეეხება დიეგო კასტროს, ის საკმაოდ კარგი მოთამაშეა, მაგრამ მეტის თქმა არ არის საჭირო.  სარაბია “მადრიდის რეალის” ახალგაზრდულ სისტემაში თამაშობდა და აქედან გამომდინარე, “ბარსელონასთან” დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებული უნდა იყოს, თან “ლა ლიგის” პირველი გოლი მან კატალონიელებს გაუტანა.

თავდამსხმელის პოზიციაზე ვიხილავთ ან ჩიპრიანა მარიკუს, რომელსაც 1 გოლი აქვს გატანილი, ან ადრიანა კოლუნგუს, რომლის ანგარიშზე 3 გოლია. კოლუნგუ უფრო მოძრავიცაა და მისი ხილვაა  მოსალოდნელი.

სუსტი წერტილი
“ხეტაფეს” არც ერთი ფეხბურთელი არ დააკლდება, ამიტომ “ბლაუგრანას” მოსაგებად წარმატების სხვა გასაღების პოვნა მოუწევს. “ელ გატას” მთავარი ნაკლი ინდივიდუალური ოსტატობის დაბალი დონეა, განსაკუთრებით კი ეს ნახევარდაცვას ეხება. თუ კატალონიელები საწყისი წუთებიდან ინტენსიურად, ჩქარა და მონდომებით იმოქმედებენ, მაშინ მეტოქეს გაუჭირდება. “ბარსას” ხელი შეიძლება მოწინააღმდეგის დამახასიათებელმა უხეშობამ შეუშალოს.

“ბარსელონა”
ნეიმარისა და მესის არყოფნაში თავის გამოჩენა სანჩესსა და პედროს მოუწევთ. 

მოსალოდნელი სასტარტო თერთმეტეული: პინტო, მონტოია, პიკე, მაშერანო, ალბა, სერხიო, სონგი, ინიესტა, სანჩესი, ფაბრეგასი, პედრო. 

კომენტარები
ლუის გარსიას აზრით, ყურადღების გამახვილება ნეიმარისა და მესის არყოფნაზე არ არის აუცილებელი: ,, ჩვენ “მალაგასთან” თამაშისას ასევე გვაკლდა 2 მნიშვნელოვანი მოთამაშე, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობდა, “ბარსას” დანაკლისზე კი ყველა ლაპარაკობს. კატალონიელებს ასევე ჰყავთ პედრო, ფაბრეგასი და სანჩესი. ესპანელები მსოფლიო ჩემპიონები არიან, ალექსისი კი ჩილეს ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.”

ვალდესმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა: ,, ამ საქმეებს ჩემი აგენტი განიხილავს, მე კი დაბრუნებაზე ვფიქრობ. რათა ზიანი არ მივაყენო “ბარსას” და დაინტერესებულ კლუბებს, მე არაფერს გავამხელ.”

მეკარემ ასევე ისაუბრა კლუბის მედიასთან ურთიერთობაზე: ,, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ვიღაც კლუბის რეპუტაციის შელახვას სცდილობს. ჩემი 12 წლიანი კარიერის განმავლობაში ასეთი არაფერი მინახავს. ჩვენ ერთი მიმართულებით მივდივართ და იმედია პრესაც ასე გააკეთებს.”

საინტერესო ფაქტები

– 6. ზუსტად ამდენჯერ დაამარცხა “ბარსამ” გასვლაზე “ხეტაფე” და ამ გამარჯვებების შემდეგ ყოველთვის იგებდა “ლა ლიგას”.
-“ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 21 თამაშიდან 19 მოიგო.
-კატალონიელები “ელ გატასთან” ბოლო 3 დაპირისპირებაში მინიმუმ 4 გოლს იტანდნენ.

მოსალოდნელი შედეგი: “ხეტაფე” 0-1 “ბარსელონა”
ნეიმარისა და მესის გარეშე დაბალანსებული გუნდის კარში გოლის გატანა ძნელი, მაგრამ აუცილებელია “ელ გატასთან” გასამართი თამაშებისა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის შენარჩუნებისათვის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward