workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: „ფაუსს ფეხბურთში არაფერი გაეგება“

მესი: „ფაუსს ფეხბურთში არაფერი გაეგება“

“ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ხავიერ ფაუსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელი “ბარსა” მხოლოდ ბიზნესი ჰგონია, რაც შეცდომაა.

ბოლო დროს, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი “ბარსელონასგან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფაუსმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთან ყოველ 6 თვეში ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ შეიძლება. მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაცია თავად მესიმაც უარყო, რომელიც არც ფაუსის გაკრიტიკებას მორიდებია.

“ფაუსს ფეხბურთში არაფერი გაეგება. იგი ცდილობს “ბარსელონა” ისე მართოს, როგორც მხოლოდ ბიზნეს-პროექტი, მაგრამ ეს კლუბი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი.

“ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და ის საუკეთესო ხელმძღვანელებს იმსახურებს.

არც მე და არც ჩემს რომელიმე თანაგუნდელს კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოგითხოვია და ფაუსმა ეს ძალიან კარგად იცის.” – განაცხადა მესიმ RAC1-ს ეთერში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward