“ბარსელონა” მხოლოდ ხულიან ალვარესის დამატების მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. დეკუს და სპორტულ დირექციას სხვა მიმართულებებითაც აქვთ სამუშაო, როგორც მომსვლელების, ისე წამსვლელების კუთხით.
2026-27 წლების სეზონისთვის “ბარსელონას” შემადგენლობა ჯერ კიდევ არ არის სრულად დაკომპლექტებული და რამდენიმე პოზიციაზე კითხვის ნიშნები რჩება. თუმცა, ერთ-ერთი ოპერაცია, რომელიც უკვე ძალიან ახლოსაა დასრულებასთან, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერია. “ბარსელონაში” ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერით დაბრუნებასთან დაკავშირებით სრული ოპტიმიზმია.
32 წლის კანსელუ “ბარსელონაში” ბრუნდება. კატალონიურ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ მალე შეძლებენ პორტუგალიელი ფლანგის მცველის დაბრუნების გამოცხადებას. მიუხედავად ამისა, ოფიციალური დადასტურება ამ კვირაში არ იგეგმება – Marca-ს ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს მომავალი კვირის დასაწყისში მოხდება. ყველა მხარე დარწმუნებულია ტრანსფერის წარმატებით დახურვასა და იმაში, რომ პორტუგალიელი “ბარსელონას” დაცვას გააძლიერებს.
“მანჩესტერ სიტის” ყოფილ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და შეთანხმება სრულად მიღწეულია. ახლა ოპერაცია კონცენტრირებულია “ალ-ჰილალთან” საბოლოო დეტალების შეთანხმებაზე, რომელთანაც კანსელუს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. საუდური კლუბის საწყისი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოლაპარაკებები განიბლოკა და ტრანსფერის დადასტურება მხოლოდ დროის ამბავია. ამ კუთხით, “ბარსელონაში” გადმოსასვლელად ფეხბურთელის მხრიდან ზეწოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მესამე ეტაპი “ბარსელონაში”
კანსელუმ გასულ, 2025-26 წლების სეზონში ფლიკის გუნდში იჯარის წესით ითამაშა. მაგრამ ახლა ის დაბრუნდება, როგორც “ბარსელონას” სრულფასოვანი მოთამაშე. ეს ვეტერანი ფეხბურთელისთვის კატალონიურ კლუბში მესამე ეტაპი იქნება, რადგან ის “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 2023-24 წლების სეზონშიც ასპარეზობდა, თუმცა მაშინ “მანჩესტერ სიტიდან” იყო განათხოვრებული. მას “ბარსელონას” მაისურით 65 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 6 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემები შეასრულა.
ფლიკი დაცვაში მრავალმხრივ გაძლიერებას მიიღებს, რადგან კანსელუ, რომელიც 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, დაცვის ორივე ფლანგზე თამაშობს. “ბარსელონასთან” ერთად მან მატჩების უმეტესობა მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა, თუმცა მარჯვენა ფლანგზე, გარემარბად და ნახევარმცველადაც აქვს ნათამაშები.
დაცვის ხაზის ბალანსისთვის აქეთ ბალდეს დაყენება და იქით კანსელუსი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ისევ მარცხენა მცველად გამოიყენებს ფლიკი დიდი ალბათობით. მარცხენა დაცვის ფლანგი გაცილებით შემტევი იქნება. თან იამალის ფლანგზე კიდევ ეს რომ იქნება მცველი რავიცი… კოშმარი იქნება დაცვის მხრივ
Marcxniv unda dadges uechveli iqet iamalis ukan kunde unda idges dabalansebuli flangi iqneba aqet kanselu ro wava gordoni ar rafinia orive iseti fexburtelia ro dacvashi chamosvla ar ezareba arcerts