workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგუერო „ბარსელონასთან“ საეჭვოა

აგუერო „ბარსელონასთან“ საეჭვოა

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, სერხიო აგუერომ, შესაძლოა, “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ პირველ მატჩში ვერ ითამაშოს.

“არსენალთან” 6:3 მოგებულ შეხვედრაში აგუერომ ტრავმა მიიღო. ივარაუდებოდა, რომ არგენტინელი დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებდა, რაც მას “ბარსელონასთან” მატჩისთვის მოსამზადებლად 2 კვირას უტოვებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, დაზიანება უფრო სერიოზულია და სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელს, შესაძლოა, 2 თვე გაუცდეს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “სიტი” პირველ თამშს ზუსტად 2 თვეში, 2014 წლის 18 თებერვალს ჩაატარებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward