კაპიტანი „კამპ ნოუს“ დაუბრუნდა

კაპიტანი „კამპ ნოუს“ დაუბრუნდა

“ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, “კამპ ნოუზე” 9-თვიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. მონტოიამ ბოლო 8 თამაშიდან 7 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო სერხი რობერტო – ბოლო ოთხიდან სამი. გთავაზობთ ამ და სხვა საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.

  • კარლეს პუიოლმა, “კამპ ნოუზე”, ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველად ითამაშა. “ბარსას” საშინაო არენაზე მას ბოლოს 12 მარტს ჰქონდა ნათამაშები, როდესაც კატალონიელებმა “მილანი” 4:0 გაანადგურეს.
  • “კარტახენასთან” გამართულ მატჩში პუიოლმა გუნდს ბურთ ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ მოუპოვა, ხოლო ყველაზე მეტი (115) პასი სესკ ფაბრეგასმა გააკეთა.
  • “ბარსელონამ”, მიმდინარე სეზონშ, კარი მშრალად მეთორმეტედ შეინახა. ბოლო 5 მატჩში ეს “ბარსას” პირველი მშრალი თამაში იყო.
  • ესპანეთის თასის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში ეს “ბარსას” ზედიზედ მე-6 მოგება იყო. წინა 5 შემთხვევაში კატალონიელებმა “ალავესი” (3:1), “ოსპიტალეტი” (1:0), “სეუტა” (5:1), “კულტურალ ლეონესა” (5:0) და “ბენიდორმი” (1:0) დაამარცხეს. 2007-08 წლების სეზონში, თასის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსამ” “ალკოიანოსთან” 2:2 ითამაშა.
  • ნეიმარი გახდა “ბარსელონას” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლი ოთხივე ტურნირზე გაიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის სუპერთასზე გოლი მხოლოდ მან გაიტანა, ამ მიღწევის გამეორება არავის შეუძლია.
  • ნეიმარმა “ბარსელონას” ბოლო 3 თამაშში 6 გოლი გაიტანა.
  • მარტინ მონტოიამ ბოლო 8 თამაშიდან 7 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. “კარტახენასთან” გამართული პირველი მატჩი ერთადერთია ამ 8 შეხვედრიდან, რომელშიც მონტოია სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
  • სერხი რობერტომ ბოლო 4 თამაშიდან 3 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
  • კრისტიან ტელიომ, მიმდინარე სეზონში, სრული მატჩი პირველად ჩაატარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward