workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსა“ თასის 1/8-ფინალში „ხეტაფეს“ ხვდება

„ბარსა“ თასის 1/8-ფინალში „ხეტაფეს“ ხვდება

როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონამ” “კარტახენა” განმეორებით მატჩშიც იოლად დაამარცხა და ესპანეთის თასის 1/8-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტატა მარტინოს შეგირდებმა, სამეფო თასის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში, მეტოქეს 3:0 მოუგეს. გოლები პედრომ, მარიანომ (საკუთარ კარში) და ნეიმარმა გაიტანეს.

უკვე ცნობილია, თუ ვის დაუპირისპირდება “ბარსელონა” 1/8-ფინალში. კატალონიელთა მეტოქე “ხეტაფე” იქნება, რომელსაც “ბარსა” ლა ლიგაში 22 დეკემბერს ხვდება.

თასის 1/8-ფინალის პირველი თამაში 8 იანვარს ბარსელონაში გაიმართება, ხოლო 15 იანვარს, კატალონიელები “ხეტაფესთან” სტუმრად ითამაშებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward