რობინიომ არ დამალა თავისი სიმპატია “ბარსელონას” მიმართ, როცა ის და მისი თანამემამულეები ბრაზილიის ნაკრებიდან სიუდად დეპორტივოზე ვარჯიშობდნენ.
“ბარსა” მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი გრანდია, ისინი მუდამ ფავორიტები იქნებიან, მანამ სანამ ეს ფეხბურთელები “ბარსაში” თამაშობენ, მათი თამაშის სტილი ნებისმიერს აღაფრთოვანებს.”–განაცხადა “მილანის ახალწვეულემა”
სტაბილური შემადგენლობა
“მადრიდის რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, პეპ გგვარდიოლას გუნდის მიმართ საუკეთესო სიტყვები არ დაიშურა და დასძინა: “ბარსას” თამაშის ყურებასა არაფერი სჯობს, ისინი ძალიან შეთანხმებულად მოქმედებენ, რადგან მათ ნებისმიერ პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ”.
დიუდად დეპორტივოზე ვარჯიშისას რობინიო, ასევე შეეხო თავის ახალ კლუბს და განაცხადა, რომ იგი, ზლატანი, პატო და რონალდიონიო გულშემატკივარს მათთვის მისაღებ და ხარისხიან ათამაშს აჩვენებენ.
ოქროს ბურთი
დანი ალვესიც ვარჯიშობს თავისივე მშობლიურ ბაზაზე. “მე ბედნიერი ვარ, იმით, რომ საშუალება მაქვს ვივარჯიშო მსოფლიოში საუკეთესო ბაზაზე, ჩემს ბრაზილიელ თანაგუნდელებთან ერთად.”
“ბარსელონას” განაპირა მცველმა, ასევე ისაუბრა “ოქროს ბურთის” შესაძლო მფლობელზე და განაცხადა, რომ მისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, ჩავი ერნანდესი და ლიონელ მესი არიან, მაგრამ თუ ისინი საუკეთესო ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრებიდან აარჩევენ ამ ტიტულის ღირსნი, ჩავი და ანდრეს ინიესტა არიან.
წყარო:www.fcbarcelona.cat