workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: “მე შემიძლია 5 პოზიციაზე თამაში”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა ადრიანო კორეია კლარომ განაცხადა, რომ მას შეუძლია 5 სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ის ნამდვილად უნიკალური ფეხბურთელია, ძნელად თუ მოიძებნება დღევანდელი ფეხბურთის პირობებში ფეხბურთელი, რომელსაც 11-დან 5 პოზიცისს გამაგრება შეუძლია მოედანზე. ადრიანომ Sport-ის ჟურნალისტს დეტალირად აღუწერა თუ როგორ და სად შეუძლია მოედანზე მოძრაობა და ზონების დაკავება, ადრიანო კორეია “ბარსელონამ” წელს დაიმატა და სავარაუდოდ მისი გამოყენება მარცხენა ფლანგზეა დაგეგმილი.

ადრიანოს განცხადებით, მას შეუძლია მარცხენა მცველად, მარჯვენა მცველად, განაპირა ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე და შემტევ ნახევცარმცველად თამაში, ეს უკანასკნელი პოზიცია მისთვის ცოტა უჩვეულოა, რადგან ის მის საყვარელ ფლანგებს უნდა მოცილდეს და მოედნის ცენტრისაკენ შეიწიოს.

“სიმართლე გითხრათ ჩემი კარიერა “ქურიტიბაში” მარცხენა მცველის პოზიციაზე დავიწყე, სწორედ ამიტომ მარცხენა ფლანგი ჩემთვის უფრო კომფორტულია, აქ უფრო შემიძლია მრავალფეროვნება შევძინო ჩემ თამაშს, მაგრამ კარიერის მანძილზე ჩემ კლუბებს ხშირად ჰქონდათ საკადრო პრობლემები, ფეხბურთელმა კი გუნდისათვის ყველაფერი უნ და გააკეთოს, მე ვდგებოდი მოედნის სხვადასხვა პოზიციებზე და სათამაშო კლასი 5 სხვადასხვა პოზიციაზე ავიმაღლე. “სევილიაში” ხშირად მითამაშია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, მე იგივეს გაკეთებას ვაპირებ “ბარსელონაში” ადრიანო იქ ითამაშებს სადაც გუნდს დაჭირდება.”

 ადრიანომ ინტერვიუ ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მისცა ჟურნალისტს და მან პეპ გვარდიოლას დაფა გამოიყენა, რათა უკეთ აეხსნა თუ რა ადგილებზე შეუძლია ითამაშოს საჭიროების შემთხვევაში. აქედან კარგად ჩანს, რომ ის არა მარტო კარგი ფეხბურთელი არამედ კარგი რესპოდენტიცაა.

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა ადრიანო კორეია კლარომ განაცხადა, რომ მას შეუძლია 5 სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ის ნამდვილად უნიკალური ფეხბურთელია, ძნელად თუ მოიძებნება დღევანდელი ფეხბურთის პირობებში ფეხბურთელი, რომელსაც 11-დან 5 პოზიცისს გამაგრება შეუძლია მოედანზე. ადრიანომ Sport-ის ჟურნალისტს დეტალირად აღუწერა თუ როგორ და სად შეუძლია მოედანზე მოძრაობა და ზონების დაკავება, ადრიანო კორეია “ბარსელონამ” წელს დაიმატა და სავარაუდოდ მისი გამოყენება მარცხენა ფლანგზეა დაგეგმილი.

დრიანოს განცხადებით, მას შეუძლია მარცხენა მცველად, მარჯვენა მცველად, განაპირა ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე და შემტევ ნახევცარმცველად თამაში, ეს უკანასკნელი პოზიცია მისთვის ცოტა უჩვეულოა, რადგან ის მის საყვარელ ფლანგებს უნდა მოცილდეს და მოედნის ცენტრისაკენ შეიწიოს.

“სიმართლე გითხრათ ჩემი კარიერა “ქურიტიბაში” მარცხენა მცველის პოზიციაზე დავიწყე, სწორედ ამიტომ მარცხენა ფლანგი ჩემთვის უფრო კომფორტულია, აქ უფრო შემიძლია მრავალფეროვნება შევძინო ჩემ თამაშს, მაგრამ კარიერის მანძილზე ჩემ კლუბებს ხშირად ჰქონდათ საკადრო პრობლემები, ფეხბურთელმა კი გუნდისათვის ყველაფერი უნ და გააკეთოს, მე ვდგებოდი მოედნის სხვადასხვა პოზიციებზე და სათამაშო კლასი 5 სხვადასხვა პოზიციაზე ავიმაღლე. “სევილიაში” ხშირად მითამაშია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, მე იგივეს გაკეთებას ვაპირებ “ბარსელონაში” ადრიანო იქ ითამაშებს სადაც გუნდს დაჭირდება.” 

ადრიანომ ინტერვიუ ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მისცა ჟურნალისტს და მან პეპ გვარდიოლას დაფა გამოიყენა, რათა უკეთ აეხსნა თუ რა ადგილებზე შეუძლია ითამაშოს საჭიროების შემთხვევაში. აქედან კარგად ჩანს, რომ ის არა მარტო კარგი ფეხბურთელი არამედ კარგი რესპოდენტიცაა.

წყარო: soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში