workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანური პრესა: „ბარსელონაში“ ძირეული ცვლილებები იგეგმება

ესპანური პრესა: „ბარსელონაში“ ძირეული ცვლილებები იგეგმება

ესპანურ პრესაში “ბარსელონას” სამომავლო ტრანსფერებთან დაკავშირებით ჭორების გავრცელება არ წყდება. ამჯერად, კონკრეტული სახელების დაუსახელებლად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომდევნო ზაფხულში, “ბარსელონას” შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ტატა მარტინომ ძირეული ცვლილებების საკითხი კლუბის სპორტულ დირექტორთან, ანდონი სუბისარეტასთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ხოსეპ მარია ბართომეუსთან უკვე განიხილა. ივარაუდება, რომ გუნდს 7-8 ფეხბურთელი დატოვებს, რომელთა ადგილებს ახალი მოთამაშეები დაიკავებენ. ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონას” წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ რამდენიმე ცვლილება მოულოდნელი და მტკინვეულიც იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward