მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის მკურნალობის პროცესი დაგეგმილზე წარმატებით მიმდინარეობას. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
როგორც იცით, მესი მკურნალობის პროცესს სამშობლოში გადის. შაბათს, არგენტინელმა კარში დარტყმაშიც კი ივარჯიშა. მოგვიანებით, ლეომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ის მშობლიურ ქალაქს, როსარიოს ეწვია, სადაც ერთდღიანი დასვენება გაატარა.
დღეს, მესი ბუენოს აირესში დაბრუდნება და მკურნალობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ პირველად გავრცელებული ინფორმაციით, მესი იანვრის დასაწყისში დაბრუდნებოდა. მოგვიანებით, ტატა მარტინომ განაცხადა, რომ ის ფეხბურთელს არ დააჩქარებდა.