workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ახალი სპონსორისაგან Audi-ები ჩაიბარეს

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ახალი სპონსორისაგან Audi-ები ჩაიბარეს

Audi-მ, რომელიც კატალონიის “ბარსელონას” პრემიუმ პარტნიორი გახლავთ გუნდს 2013/2014 სეზონისათვის ახალი ავტომობილები დაურიგა. ავტომობილების გადაცემამდე, რომელიც Auditori 1899-ში განხორციელდა, ფეხბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს მცირე საქმიანობაში, რომელიც მათზე იყო დამოკიდებული და საშუალება მისცა თავადვე გამოეყენებინათ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილები. Audi-მ მინი რბოლაში მინიატურული ავტომობილები გამოიყენა, რომლებსაც მოთამაშეები საკუთარი გონების საშუალებით მართავდნენ. ამ სახალისო გათამაშებაში მონაწილეობა 8-დან 10 წლამდე 24-მა გოგონამ და ბიჭუნამ მიიღო. უკვე სამი ტურის შემდეგ ყველაზე “სწრაფი” მძღოლები ერთმანეთს გაეჯიბრნენ, საბოლოოდ კი გამარჯვება, ისააკ კუენკამ მოიპოვა.

ავტომობილების გადაცემას დაესწრნენ, “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ-მარია ბართომეუ, დირექტურის საბჭოს წევრი, ედუარდ სოლი და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა, ასევე ავტომობილების გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს: “Audi ესპანეთი”-ის დირექტორმა, გილერმო ფადამ და Volkswagen – Audi Espanya-ს პრეზიდენტმა, ლიუდგერ ფრეტზენმა. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=qJ9Nutb9Rrg]























































sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward