workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ კვლავ ლიდერები ვართ“

მასკერანო: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ კვლავ ლიდერები ვართ“

“ატლეტიკთან” წაგებული თამაშის შემდეგ, “ბარსელონას” ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც კომენტარი გააკეთა, არგენტინელი ცენტრალური მცველი ხავიერ მასკერანოა.

“წელს დარჩენილი თამაშები უნდა მოვიგოთ. მოგებები “კარტახენასთან” უნდა დავიწყოთ და “ვილიარეალთან” უნდა გავაგრძელოთ.”

“წაგება არავის უყვარს, ამას ძალიან განვიცდით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ კვლავ ლიდერები ვართ.”

“შინ დამწუხრებულნი ვბრუნდებით. დღეს უფრო ინტენსიურად ვთამაშობდით, ვიდრე “აიაქსთან”, მაგრამ მოგებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.”

“საკუთარ ქმედებებს უნდა დავუკვირდეთ და რაც არასწორად გავაკეთეთ, გამოვასწოროთ, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რიგ შემთხვევებში სწორად ვმოქმედებდით.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward