ამ სტატიაში შემოგთავაზებთ “ბარსელონას” ამჟამინდელი პოლიტიკის შესახებ ლეგენდარული იოჰან კრუიფის აზრს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა. ცოტა, ამაყი, ბლაუგრანა
არ ვიცი გეგმავს თუ არა “ბარსა” ამ რამდენიმე საათში, რომელიმე ფეხბურთელის შეძენას, მაგრამ ისინი თუ ამას გააკეთებენ ძალიან გაკვრირვებული დავრჩები. ფეხბურთელების ყიდვა–გაყიდვით “ბარსაში” 19 ფეხბურთელი ირიცხება, აქედან 2 მეკარეა. ეს ალბათ “გიჟური” დაწყებაა, 3 თასის მოგების სურვილი 17 ფეხბურთელთან ერთად, მაგრამ “ბარსასთვის” შეუძლებელი არაფერია. ეს არის გუარდიოლას რისკიანი თამაშისა და თავისი ფილოსოფიის დამტკიცება: თამაშობ 19 ფეხბურთელით, მაგრამ ზურგს ძლიერი კანტერა გიმაგრებს… ისინი ძალიან დიდი ნიჭის პატრონნი არიან, ამასთან კი თამაშობენ იმავე სტილში, როგორითაც “ბარსას” მთავარი შემადგენლობა ასპარეზობს.
პირადად მე თუ ერთი ამ 19 რჩეულ ფეხბურთელთაგანი ვიქნებოდი, ალბათ ძალინ მოძრავი უნდა ვყოფილიყავი. მე ვიცი, რომ მომიწევდა ძალიან ხშირად თამაში. შესაძლებელია ჩემი უნივერსალობითაც გამოვირჩეოდე, ეს ალბათ აუცილებელია. ასეთი ფეხბურთელებით გუნდი უფრო ძლიერი იქნებოდა.
მოდუნების უფლება არავის არ აქვს
გუარდიოლას საქმესთან ასეთი მიდგომა ძალიან სარისკოა, მაგრამ არ არის ახალი იდეა – 2 სეზონი 2 პატარა შემადგენლობით, რომელმაც 8 ტიტულის აღება შეძლო და ამას პლიუს კარგი ფეხბურთელები… შეიძლება ეს რაიმე ახირებაა, მაგრამ თან ძალიან ჭკვიანურია, რადგანაც “ბარსას” საუკეთესო ფეხბურთელები ყავს. ესაა ამ ყველაფრის გასაღები. ყველამ უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი, რადგან ერთი დისკვალიფიკაცია, ერთი ტრავმა, ანდაც ერთი დასვენება და უკვე შემადგენლობაში აღარავინ რჩება.
ამის გამო კი საჭიროა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ მე მაქვს შეკითხვა: რა არის იდეულური რიცხვი? ერთი? ორი? სამი? ოთხი? ერთი ნებისმიერ ადგილას?
შესაძლებელია იბრას მაგივრად სხვა ფეხბურთელის მოყვანა? ვინმე გამოცდილი?
იბრას გამოცდილებაც ქონდა და ნიჭიც, მაგრამ საკუთარი სტილისა და ხასიათის გამო გუნდს ვერა და ვერ მოერგო. მისი ვერ მორგება ალბათ გუარდიოლას “ბარსას” ბრალია.
ფეხბურთი გუნდური თამაშია, ამიტომაც ინდივიდუალური ფეხბურთელები კარგ გუნდებში იჩაგრეგბიან. მეკარეების გარდა ყველა ფეხბურთელმა უნდა გაიგოს,რომ ეს წელი მათთვის რთული იქნება და რომ მოუწევთ პოზიციების ცვლა.
აქ არავინ არავის შემცვლელი არაა. ყველა ერთმანეთს უნდა ამხნევებდეს და პატივს სცემდეს, რადგანაც ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს სკამზე დაჯდომა.
იბრას გარეშე მხოლოდ 5 ფორვარდია. ნამდვილად გვჭირდება მეექვსე? მაშინ იქნებოდა 3, რომელიც არ ითამაშებდა. ხარისხზე უკეთესი წონასწორობის შენარჩუნებაა, როგორც მინდორზე ისე გასახდელში. რა უპირატესობა აქვს ოცდასამ ან ოცდაოთხ ფეხბურთელს? უბრალოდ ფასი და მეტი არაფერი, ეს იწვევს არასაკმარის პრაქტიკას ფეხბურთელებში. სამწუხაროა, რომ მომავლის დანახვა არ შეგვიძლია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ “მსოფლიო ჩემპიონატი” ყოველთვის ძლიერ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.
ერთადერთი რამის კონტროლი, რისიც შეგვიძლია ესაა აგენტების დამოკიდებულება ხალხთან. ყველა ფეხბურთელს უნდა შეეძლოს საკუთარი აგენტის კონტროლი. მე აგენტებთან მიმართებაში ძალიან მტკიცე ვიქნებოდი. თუ რომელიმე რაიმე ზედმეტს იტყოდა მე მას დავემშვიდობებოდი და ვეტყოდი: “თქვენი ფეხბურთელი კვირას არ ითამაშებს”.
ძველი “ბარსას” მსგავსი
ყველაფერი ისეა, როგორც ადრე. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ თამაშობს და რა პოზიციაზე. მთავარია გუნდი სწორ კურსზე დგას. ძნელია “ბარსას” შეჩერება, მაგრამ ეს თუ ასე მოხდება, ამაში მხოლოდ და მხოლოდ თავად კატალონიური გუნდი იქნება დამნაშავე. გუშინ ჩვენ ვნახეთ ვალდესის ვარსკვლავური თამაში. 0:2 არ არის იგივე, რაც 1:2. 1:2–ის შემთხვევაში მეორე ტაიმში შესაძლოა ყველაფერი შემობრუნდეს. მაურინიოს მადრიდს სწორ კურსზე დაყენება სჭირდება, რადგანაც “ბარსამ” ეს უკვე შეძლო.
წყარო:TotalBarca.Com