workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამოსი: „პიკე შესანიშნავი ადამიანია“

რამოსი: „პიკე შესანიშნავი ადამიანია“

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი სერხიო რამოსი აცხადებს, რომ “სამეფო გუნდში” ჟოზე მოურინიოს მუშაობის დროს, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის ურთიერთობა მართლაც ძალიან იყო დაძაბული. ესპანელი უკანახაზელი ხერარდ პიკესაც აქებს.

“ჩვენი თამაშების დროს, სიტუაცია მართლაც ძალიან დაძაბული იყო. თუმცა, პრობლემა მოვაგვარეთ და ყველაფერი წარსულში დარჩა. წინ უნდა ვიყუროთ.

ამბობდნენ, რომ პიკესთან პრობლემები მქონდა, მაგრამ ეს სიმართლე არაა. მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში გარკვეული დრო მაქვს გატარებული და დავინახე, რომ პიკე შესანიშნავი ადამიანია, რომელსაც დიდი გული აქვს.” – აცხადებს სერხიო რამოსი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward