“ბარსელონას” “ევერტონში” განათხოვრებული ახალგაზრდა გარემარბის, ჟერარ დეულოფეუს გუნდში ვადაზე ადრე დაბრუნება სურს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
როგორც ცნობილია, “ბარსამ” 19 წლის დეულოფეუ “ევერტონში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. როგორც ირკვევა, კატალონიელებს, ინგლისელთა სურვილის საწინააღმდეგოდ, ფეხბურთელის გუნდში ვადაზე ადრე დაბრუნება უნდათ. თუ Marca-ს დავუჯერებთ, ფეხბურთლის აგენტი შექმნილი სიტუაციის შესწავლას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
დეულოფეუმ, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 8 თამაში ჩაატარა, მაგრამ ის ყოველ ჯერზე შეცვლაზე შედიოდა.