“ამსტერდამ არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე ხერარდო მარტინომ ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსთან” გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ქულაც ჰყოფნის, კატალონიელები მოსაგებად ითამაშებენ.
“მოგების გარდა არაფერზე ვფიქრობთ. მომდევნო მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვნია. მასზე წინ გახედვა არ შეიძლება.”
“დაცვის მარცხენა ფლანგზე ცენტრალურ მცველს ვათამაშებ, ან სასტარტშო შემადგენლობაში პატრიკი იქნება.”
“ჩვენს მიერ ნაჩვენები მხოლოდ კარგი შედეგები საკმარისი არაა. მოგების გარდა, დამაჯერებლადაც უნდა ვთამაშობდეთ.”
“აიაქსი” ყოველთვის კარგ გუნდად მიმაჩნდა, რომელსაც კარგი ახალგაზრდული სისტემა აქვს. ვიცი, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავს, რაც, შესაძლოა, ჯგუფში მე-2 ადგილზე გასვლით დამთავრდეს.”
“როდესაც ძველი “აიაქსის” სურათებს უყურებ, ხედავ იმ ადამიანებს, ვინც “ბარსას” სტილი შექმნა. ამ კლუბებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს და “ბარსელონას” დღევანდელ ახალგაზრდულ სისტემას “აიაქსის” აკადემიის გავლენა აქვს.”
“როდესაც “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშობ, კმაყოფილი რჩები, თუ ლიონელ მესი მოედანზე არაა. თუმცა, საბედნიეროდ, კარგი შემადგენლობა გვყავს და თავის მართლების საბაბი არ გვაქვს.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.