“ბარსელონას” საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, Onda Cero-სთან ინტერვიუს დროს, გუნდის თამაშის დონეზე, ლიონელ მესის ტრავმასა და “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მის ფავორიტზე ისაუბრა.
“ჩვენ იმ დონეზე არ ვართ, რომელზეც გუარდიოლას დროს ვიყავით. ვფიქრობ, იგივე ფორმაში შესვლა შეუძლებელია. თუმცა, “ბარსას” უსამართლოდ აკრიტიკებენ.”
“მესი ჭკვიანი ადამიანია. მან იცის, რა სჭირდება. საქმე მსუბუქ ტრავმასთან არ გვაქვს. მესი მაქსიმალურად სრულად გამოჯანმრთელდება და ამას მშვიდად გააკეთებს. მან იცის, რომ საუკეთესო უნდა იყოს და ასევე ისიც, რომ მოვლენების დაჩქარებამ, შესაძლოა, სირთულეები გამოიწვიოს. როდესაც მესი დაბრუნდება, ის 100%-ით მზად იქნება.”
“პირადად ჩემთვის, ნომერ პირველ მესია. მას არ სჭირდება ტრებლის მოგება, ან ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობის მოპოვება. “ოქროს ბურთის” მიღების კრიტერიუმი, ჩემთვის, არცთუ ნათელია, მაგრამ ვიცი, რომ პრიზს შემტევი ფეხბურთელი ღებულობს. კანდიდატთა შორის ყველა დიდი ფეხბურთელია.”