workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი – მასპინძლების რისხვა

ფაბრეგასი – მასპინძლების რისხვა

სესკ ფაბრეგასს “ბარსელონაში” საკმაოდ უცნაური შედეგები აქვს. საქმე ისაა, რომ კატალონიელი ფეხბურთელი სტუმრად გაცილებით შედეგიანია, ვიდრე “კამპ ნოუზე”.

“ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ, ფაბრეგასმა 34 გოლი გაიტანა. აქედან 21 (61.8%) სტუმრად ჩატარებულ მატჩებზე მოდის. ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო მეტია ვიდრე მესის, პედროს ან სანჩესის შედეგი. საერთოდ, ფეხბურთელებს უფრო ხშირად შინ გააქვთ, ვიდრე სტუმრად.

მიმდინარე სეზონში, ფაბრეგასმა 5 გოლი გაიტანა და ყველა მათგანი მეტოქის მოედანზე. მან თითოჯერ “რაიოს”, “სელტიკსა” და “სელტას” გაუტანა, ხოლო ორჯერ – “ბეტისს”.

გოლების გარდა, ფაბრეგასი სტუმრად უფრო შედეგიანია საგოლე გადაცემებშიც. მისი შედეგიანი პასების 56.8% გასვლით შეხვედრებზე მოდის. მის მიერ “ბარსელონას” მაისურით გაკეთებული 37 საგოლე გადაცემიდან “კამპ ნოუზე” თამაშის დროს მხოლოდ 16 გაკეთდა, ხოლო დანარჩენი 21 სესკმა იმ დროს გააკეთა, როდესაც “ბარსა” სტუმრის სტატუსით თამაშობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გასულ სეზონში, “დეპორტივოსთან” სტუმრად 5:4 მოგებული შეხვედრა, როდესაც ფაბრეგასმა 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთი კვირის შემდეგ, უკვე “რაიოსთან” გამართულ შეხვედრაში (5:0), სესკმა თანაგუნდელებს 2-ჯერ გაატანინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward