“ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ სრული დატვირთვით ვარჯიშს მალე დაუბრუნდება.
“რთული პერიოდი გამოვიარე, ძალიან რთული. მანამდე ტრავმირებული არასდროს ვყოფილვარ, ახლა კი ჯერ სამკვირიანი ტრავმა მივიღე, შემდეგ კი – ექვსკვირიანი. ახლა, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ, თავს ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ და მოუთმენლად ველი როდის დავიწყებ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშსა და თამაშს.”
“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ალბას დაბრუნებას 10-15 დღეში უნდა ველოდეთ.