საშობაო არდადებებამდე “ბარსელონას” ფეხბურთელებს დატვირთული კალენდარი აქვთ. 4 კვირის განმავლობაში კატალონიელებს 8 თამაშის გამართვა მოუწევთ.
ოთხკვირიანი მარათონი 23 ნოემბერს “გრანადასთან” გასამართი მატჩით იწყება და 22 დეკემბერს “ხეტაფესთან” გასვლითი შეხვედრით მთავრდება.
ამ 4 კვირის განმავლობაში, “ბარსელონას” ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები ლა ლიგაში ელის. ტატა მარტინოს შეგირდები ესპანეთის ჩემპიონატში 4 მატჩს ჩაატარებენ. “გრანადასა” და “ხეტაფეს” შორის, “ბარსა” ჯერ “ბილბაოს” ეწვევა, შემდეგ კი, “ვილიარეალს” უმასპინძლებს.
“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული აქვს, მაგრამ გუნდი პირველობისთვის იბრძვის. კატალონიელებს მიზნის მისაღწევად 2 მატჩში 1 ქულის აღებაც ჰყოფნით. მარტინოს გუნდი ჯერ “აიაქსს” ეწვევა, შემდეგ კი “სელტიკს” უმასპინძლებს.
წლოს ბოლომდე “ბარსელონა” 2 თამაშს ესპანეთის თასზეც გამართავს. 1/16-ფინალში, კატალონიელები “კარტახენას” ჯერ ესტუმრებიან, შემდეგ კი უმასპინძლებენ.
2013 წელს “ბარსელონას” დარჩენილი თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:
|
ტურნირი |
წყვილი |
თარიღი/დრო |
|
ლა ლიგა (ტური 14) |
ბარსა-გრანადა |
შაბათი, 23 ნოემბერი (19:00) |
|
ჩემპიონთა ლიგა (ტური 5) |
აიაქსი-ბარსა |
სამშაბათი, 26 ნოემბერი (23:45) |
|
ლა ლიგა (ტური 15) |
ბილბაო-ბარსა |
კვირა, 1 ნოემბერი (23:55) |
|
თასი (1/16-ფინალი) |
კარტახენა-ბარსა |
შაბათი, 7 დეკემბერი (01:00) |
|
ჩემპიონთა ლიგა (ტური 6) |
ბარსა-სელტიკი |
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი (23:45) |
|
ლა ლიგა (ტური 16) |
ბარსა-ვილიარეალი |
შაბათი, 14 დეკემბერი (23:00) |
|
თასი (1/16-ფინალი) |
ბარსა-კარტახენა |
ოთხშაბათი, 18 დეკემბერი |
|
ლა ლიგა (ტური 17) |
ხეტაფე-ბარსა |
კვირა, 22 დეკემბერი (20:00) |