workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაისში მარტინოს “მალაგას” ჩაბარება შეეძლო

მაისში მარტინოს “მალაგას” ჩაბარება შეეძლო

ესპანური “მალაგას” სპორტულმა დირექტორმა, ვისენტე კასადომ განაცხადა, რომ კლუბს შეეძლო მთავარ მწვრთნელად “ბარსელონას” ამჟამინდელი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო დაენიშნა. 

კასადოს სიტყვების თანახმად, “მალაგა” 2013 წლის მაისში მარტინოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ მისი კლუბი “ნიუელს ოლდ ბოიზი” ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში გავიდა და მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. 

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 22 ივლისს დაინიშნა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward